რუსეთში კორონავირუსის 19 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 799 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის 19 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 799 ადამიანი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 19 492 პირს.

28 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 863 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 131 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 180 840 პაციენტი გარდაიცვალა.