რუსეთში კორონავირუსის 19 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 812 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის 19 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 437 პირი, ხოლო გარდაიცვალა 812 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
21 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 313 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 526 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 199 808 პაციენტი გარდაიცვალა.