რუსეთში კორონავირუსის 18 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 796 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 780 შემთხვევა გამოვლინდა, 18 737 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 796 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 6 993 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 255 475 პაციენტი გამოჯანმრთელდა.