რუსეთში კორონავირუსის 18 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 788 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 18 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 788 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 497 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 788 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

12 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 140 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 389 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 192 749 პაციენტი გარდაიცვალა.