რუსეთში კორონავირუსის 18 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 18 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 368 შემთხვევა გამოვლინდა, 18 325 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით გარდაიცვალა 790 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 6 937 333 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 199 379 პაციენტი გამოჯანმრთელდა.