რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 241 შემთხვევა გამოვლინდა, 564 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 26 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის სამი მილიონ 756 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამი მილიონ 174 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 70 482 პაციენტი გარდაიცვალა.