რუსეთში კორონავირუსის 18 178 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 719 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 178 შემთხვევა გამოვლინდა, 12 469 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 719 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 158 248 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 402 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა.