რუსეთში კორონავირუსის 17 856 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 790 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 17 856 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 790 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 856 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 276 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 790 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

6 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 030 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 285 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 187 990 პაციენტი გარდაიცვალა.