რუსეთში კორონავირუსის 17 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 781 პაციენტი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 907 პირი, ხოლო გარდაიცვალა 781 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
14 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 176 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 418 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 194 249 პაციენტი გარდაიცვალა.