რუსეთში კორონავირუსის 16 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 16 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 714 შემთხვევა გამოვლინდა, 521 პაციენტი კი გარდაიცვალა. ოფიციალურ სტატისტიკას რუსული მედია ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, 4 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის სამი მილიონ 917 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ მილიონ 389 ათასს აჭარბებს. ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 75 205 პაციენტი გარდაიცვალა.