რუსეთში კორონავირუსის 14 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 430 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 1559 კოვიდინფიცირებული მოსკოვში აღრიცხეს.
ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს რუსეთში 430 ადამიანი ემსხვერპლა.
ამრიგად, რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსხვერპლთა რიცხვმა 80 126 შეადგინა. სულ პანდემიის პერიოდში რუსეთში ვირუსი ოთხ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.