რუსეთში კორონავირუსის 11 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 333 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 11 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 333 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 257 650 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 455 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 823 074-ს შეადგენს.