რუსეთში კორონავირუსის 10 083 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 395 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 083 შემთხვევა გამოვლინდა, 395 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
14 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 390 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 995 000-ს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 92 090 პაციენტი გარდაიცვალა.