რუსეთის ფედერაციაში ახალი კორონავირუსი კიდევ 1 667 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 10 აპრილის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია.
ინფორმაციას „როიტერი“ რუსეთის კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხი 12-ით გაიზარდა და სულ ქვეყნის მასშტაბით 106 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.
რუსეთში „კოვიდ-19“ 13 584 ადამიანს აქვს დადგენილი.