რუსეთში „იანდექსის“ მთავარ მონაცემთა ცენტრზე დრონებით თავდასხმის შემდეგ კომპანიაში განაცხადეს, რომ ცენტრის ოპერაციები სრულად შეაჩერეს
რუსეთში კომპანია „იანდექსის“ მთავარ მონაცემთა ცენტრზე დრონებით თავდასხმის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ ცენტრის ოპერაციები სრულად შეაჩერა. „როიტერის“ ცნობით, შემთხვევა რიაზანის ოლქში მოხდა.
რუსეთის წამყვანი ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების კომპანიამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა. „იანდექსის“ ცნობით, დაზარალებული სერვისების აღდგენა მიმდინარეობს.
კომპანიამ დაადასტურა, რომ თავდასხმისას მონაცემთა ცენტრის „ზონაში“ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები იყო და მომხმარებლებს სხვა ზონების გამოყენება ურჩიეს.
ცნობისთვის, კომპანია „იანდექსი“ რუსეთის ერთ-ერთ წამყვან ხელოვნურ ინტელექტს, YandexGPT-ს მართავს.