რუსეთში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშნებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
რუსეთში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშნებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კომპანიაში, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, ამბობენ, რომ მძიმე ტექნიკა ლენინგრადის ოლქის სანაპირო ზონაში შევიდა.
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ორი მილსადენით ითვალისწინებს, რომლის წლიური მოცულობა 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. მილსადენები ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე აშენდება.
მილსადენების გატარება რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში იგეგმება. მშენებლობის ნებართვა ამ დრომდე მხოლოდ დანიას არ აქვს გაცემული.
გაზსადენის პროექტს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა და აშშ ეწინააღმდეგებიან. პროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მილსადენები რუსეთის გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულებას გაზრდის და მოსკოვი პოლიტიკურ ბერკეტს მიიღებს.