რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 23 315 შემთხვევა დადასტურდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 23 315 შემთხვევა დადასტურდა. რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით 3 425 269 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 2 800 675 უკვე გამოჯანმრთელდა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 436 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 2020 წლის 30 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსული ინფექციით 62 273 ადამიანი დაიღუპა.