რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 815 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 815 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი 22 277 ადამიანს დაუდასტურდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ -19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 6 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 168 864 ადამიანი.