რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“ 5 475 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“ 5 475 ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 475 ადამიანს დაუდასტურდა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს 169 ადამიანი ემსხვერპლა.

29 ივლისის მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კოროანვირუსით გამოწვეული ინფექციით 13 673 ადამიანი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-სგან რუსეთში 8 116 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 620 333-ს აღწევს.