რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 061 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 061 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 917 884 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 119 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსული ინფექციის გავრცლეების შემდეგ, რუსეთში „კოვით 19“-ით 15 617 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 6 447 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში, კი ქვეყნის მასშტაბით უკვე 729 411 ადამიანი განიკურნა.