რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 204 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 204 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 139 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 866 627 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 14 490 ადამიანი.

კოროვირუსისგან რუსეთში 669 026 ადამიანი განიკურნა.