რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 797 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 647 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 797 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
18 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 726 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 004 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 175 282 პაციენტი გარდაიცვალა.