რუსეთში გასული 24 საათში კორონავირუსის 25 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 429 პირი კი გამოჯანმრთელდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 429 პირი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 710 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
12 ივლისის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 448 113 შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 808 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 216 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 143 712 პაციენტი გარდაიცვალა.