რუსეთში გასული 24 საათს განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 195 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში გასული 24 საათს განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 195 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 40 217 ადამიანს დაუდასტურდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში ვირუსის 8 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 243 255 ადამიანი.