რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 679 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 679 ადამიანი დაიღუპა. რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 23 218 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 134 ათასზე მეტი ადამიანი.