რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 163 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 163 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. უკვე რამდენიმე დღეა, რუსეთში ვირუსის ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 1000- ზე მეტია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 30 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 7 302 515 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 236 220 ადამიანი.