რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დაიღუპა 1 002 ადამიანი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დაიღუპა 1 002 ადამიანი

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსით 1 002 ადამიანი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის ქვეყანაში ვირუსის 33 208 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მესამე დღეა, ქვეყანაში ვირუსის 30 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 7 958 384 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 222 315 ადამიანი.