რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 120 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 120 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 120 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

25 აგვისტოს მონაცემებით, სულ, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზი 966 189 ადამიანს აქვს დადგენილი. მათგან თითქმის 780 ათასი უკვე განიკურნა, 16 568 ვირუსს ემსხვერპლა.