რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 135 ათასამდე აღწევს.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 10 633-ით გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 57 პაციენტი.
ამ დროისთვის განკურნებულთა საერთო რაოდენობა 15 ათასზე მეტს შეადგენს.