რუსეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გათბობის მილის დაზიანების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ქალაქ პერმის ერთ-ერთ სასტუმროში გათბობის მილი გასკდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
არიან დაშავებულებიც. ჰოსპიტალიზებული სამი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული.
არსებული ინფორმაციით, ხუთსართულიანი სახლის სარდაფში მდებარე პატარა სასტუმროში ცხელი წყლის მილის დაზიანების შედეგად, ოთახი ცხელი წყლით დაიტბორა.