სტალინიზმზე კამათისას ნიკოლაი სვანიძე და მაქსიმ შევჩენკო ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს [ვიდეო]

ჟურნალისტები სტალინიზმზე კამათის დროს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ინციდენტი რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ პირდაპირ ეთერში მოხდა.

ჟურნალისტები ნიკოლაი სვანიძე და მაქსიმ შევჩენკო სტალინიზმზე საუბრობდნენ. კერძოდ, დისკუსიის თემა იყო – „არის თუ არა სტალინიზმი დაავადება და საჭიროა თუ მისი მკურნალობა?“.

შევჩენკომ განაცხადა, რომ „სვანიძე საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებს შეურაცხყოფს“ და ამის გამო, „ის საცემია“.

ამის შემდეგ, ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სვანიძეც და შევჩენკოც რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები არიან.