რუსეთში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატებს ირჩევენ. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არჩევნები რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასიასთვის“ მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება 35 მილიონ ადამიანს აქვს. არჩევნების მონიტორინგს ეუთო-ს დამკვირვებლები არ აწარმოებენ, რადგან ისინი რუსეთში არ მიიწვიეს.
წელს პირველად, საარჩევნო კომისიებს უფლება მისცეს, ამომრჩევლები ხმის მისაცემად სამი დღის განმავლობაში მიიღონ. ეს ცვლილება რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კორონავირუსის პანდემიით ახსნა.