რუსეთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. სამაშველო სამსახურმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების გამო, დროებითი საცხოვრებელი 300 ადამიანს სჭირდება.
მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციების მინისტრს შემთხვევის ადგილზე ჩასვლა დაავალა.