რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 24 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 887 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 24 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 19 ივლისის შემდეგ ინფიცირების მსგავსი მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 887 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების შემთხვევები უკვე მეოთხე დღეა, რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ 19“-ით 7 535 548 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 6 692 722 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 208 142 კი დაიღუპა.