რუსეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 6 411 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით გარდაიცვალა 73 ადამიანი. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სულ რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსული ინფექციით 867 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 93 558 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 456 ადამიანი. ჩატარებულია სამ მილიონზე მეტი ტესტი.