რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 5 849 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 5 849 ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი 5 849 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამისი მონაცემები ქვეყნის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ – 19“-ით 60 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადების მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი ქვეყანაში 615-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კორონავირუსის სულ 68 622 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 568-ს შეადგენს.