რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 5 236 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 5 236 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი.
რუსეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 58 ათასი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 513-ს შეადგენს.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 260-ს მიაღწია.
რუსეთში სულ გამოჯანმრთელებულია 4 420 ადამიანი.