რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 954-ით გაიზარდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 954-ით გაიზარდა.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. ეს რუსეთისთვის რეკორდულად მარალი მაჩვენებელია.
სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6 343 შემთხვევა. ვირუსს რუსეთში 47 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულია სულ 406 ადამიანი.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 591 მოსკოვში გამოვლინდა. დედაქალაქში რუსეთში დავადების გავრცელების ეპიცენტრია.