რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 792 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 792 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 18 325 პირს.
30 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 901 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 162 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 182 429 პაციენტი გარდაიცვალა.