რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 27 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 975 576 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 792 561 გამოჯანმრთელდა.

რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 16 804 ადამიანი გარდაიცვალა.