რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 818 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 240 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 34 161 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 240 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
16 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 145 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 846 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით 257 837 პაციენტი გარდაიცვალა.