რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა.
„კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 8 572 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ კორონავირუსის 387 623 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 159 257 ინფიცირებული, გარდაიცვალა 4 374 ადამიანი.