რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე დღეა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხება.
ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 25 704 ადამიანს.
16 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 907 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 300 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 146 868 პაციენტი გარდაიცვალა.