რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 33 996 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 243 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 36 051 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 243 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
23 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 400 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 089 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით 266 579 პაციენტი გარდაიცვალა.