რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 20 914 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 799 პაციენტი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 713 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 799 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
18 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 63 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 939 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 172 909 პაციენტი გარდაიცვალა.