რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 24 633 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 719 ინფიცირებული
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 719 ადამიანი გარდაიცვალა.
ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 24 633 ადამიანს.
19 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 982 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 359 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 149 138 პაციენტი გარდაიცვალა.