რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 8 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას რუსული მედია, ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“- ის 528 964 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, სულ გარდაცვლილია 6 948 ადამიანი.
რუსეთში ვირუსისგან 280 050 პაციენტი განიკურნა.