რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 28 552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 611 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 28 552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 611 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 26 093 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 2 791 220 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 49 762 ინფიცირებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 228 633-ს შეადგენს. რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.