რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 16 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 432 ადამიანი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 432 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში ვირუსის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საერთო ჯამში გარდაცვლილია 76 661 ადამიანი.