რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 11 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 439 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 234 720 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 85 743 ადამიანი.